ლევან კობერიძე ქობულიასთან შეხვედრაზე – მოვისმინეთ საკმაოდ მკაფიო დიაგნოზი ქართულ ეკონომიკასთან მიმართებაში

პოლიტიკაში ქობულიას შემოსვლასთან ან აქტივობასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია მასთან არ მქონია, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კობერიძემ დღევანდელი შეხვედრაც შეაფასა და მას მნიშვნელოვანი უწოდა.

„მოვისმინეთ საკმაოდ მკაფიო დიაგნოზი ქართულ ეკონომიკასთან მიმართებაში თუ საიდან უნდა დავიწყოთ, საიდან უნდა იყოს ათვლის წერტილი იმ სწრაფი განვითარების, რაც ქვეყანაში აუცილებელია. მაგალითად, როცა ის ამბობს, რომ ქვეყანაში არის რეალურად 50%-იანი უმუშევრობა და არა 12%-იანი, როგორც ეს სტატისტიკის სამსახურის ციფრებშია- ხოლმე მოცემული. ჩემთვის ეს უკვე ნიშნავს რეალური პრობლემების დანახვას და პროცესის დაწყებას“,- განაცხადა კობერიძემ.

გიორგი ქობულია პარლამენტში დეპუტატების კითხვებს 3 საათს პასუხობდა.

banner
წინა სტატიაშიხალხმა, ფსიქოლოგიურად ჩასვა ივანიშვილი თავისი ამალით მატარებელში, რომელიც მიდის ხელისუფლებიდან
შემდეგი სტატიაგიორგი ქობულია „ტოტალურ აბსურდს“ უწოდებს ინფორმაციას, თითქოს მინისტრად „მაკინზის“ მიერ ჩატარებული კვლევის გამო დანიშნეს