ლევან კობერიძე ფიქრობს, რომ მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას სხვა მინისტრების გადადგომაც მოჰყვება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ფიქრობს, რომ განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას სხვა მინისტრების გადადგომაც მოჰყვება – ამჯერად ეკონომიკის ბლოკიდან.

ლევან კობერიძის თქმით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცდილობს შექმნას იმის ილუზია, რომ საკუთარ კაბინეტს თავად აკომპლექტებს.

“გახარიას სჭირდება, რომ დაუმტკიცოს თავის თავს და საზოგადოებას, რომ ის ნამდვილი პრემიერ-მინისტრია და მას აქვს უნარი, თვითონ დააკომპლექტოს კაბინეტი და ამის ილიზიას ისინი ქმნიან რამდენიმე მინისტრის მოხსნით, იმიტომ რომ ძალოვანი მინისტრები დაუნიშნეს. რამოდენიმე მინისტრის ჩანაცვლება, ე.წ. ორთქლის გამოშვების პრინციპს შეიძლება ემსახურებოდეს. ეკონომიკაში განსაკუთრებით ცუდად აქვს ქვეყანას საქმე და ლოგიკურია, რომ შემდეგი მინისტრები ეკონომიკური ბლოკიდან იქნებიან,”- განაცხადა ლევან კობერიძემ.

banner
წინა სტატიაში“დღეს შსს-ს ქმედებებზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბება”
შემდეგი სტატია“ძალადობის უფლება, ნორმალურ ქვეყანაში არც ერთ ჯგუფს არ აქვთ” -ელენე ხოშტარია