ლევან კობერიძე : კლინიკებისა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, ნაკლებად მიეცათ შესაძლებლობა, ჩართული ყოფილიყვნენ მსჯელობაში

კლინიკებისა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, ნაკლებად მიეცათ შესაძლებლობა, ჩართული ყოფილიყვნენ მსჯელობაში – აღნიშნულის შესახებ ლევან კობერიძემ დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მიუხედავად სახელისუფლებო გუნდის წევრებისგან, პრემიერმინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების მხრიდან არაერთი დაპირებისა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, არ მიეცათ საშუალება არც მსჯელობაში ჩართვისა და არც მათი მხრიდან აზრის დაფიქსირების.

ლევან კობერიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორი მზად არის შეხვედრისათვის ნებისმიერი სახის შეხვედრისათვის, იქნება ეს ღია თუ დახურული შეხვედრა.

დღევანდელ სხდომაზე ლევან კობერიძემ კომიტეტის წევრებსაც მიმართა – ” მოგმართავთ, ეს კანონპროექტი წინასწარი კონსულტაციების გარეშე არ იყოს განხილული, რადგან, მიუხედავად ყველას მხრიდან დაპირებებისა, სექტორის წარმომადგენლებთან პრაქტიკულად კონსულტაციები არ გამართულა და ჯანდაცვის კომიტეტიც მივიდა უკვე იმ ეტაპამდე, რომ დარგთან აღარ უნდა შეხვედრა და დალაპარაკება?! ”

შეგახსენებთ, რომ ხვალ, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი I მოსმენით განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტებს: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.​

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : პარლამენტში გამოიკვეთა ახალი ოპოზიცია, ანუ ოპოზიციის ის ფრთა, რომელსაც აქვს მეტი პასუხისმგებლობა და მზად არის, დემოკრატიულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
შემდეგი სტატია117 მომხრე, სამი წინააღმდეგი – პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა