ლევან კობერიძე: განვიხილეთ UNICEF-ის კვლევა, სამთავრობო ცვლილებებზე არ გვისაუბრია

ქართული ოცნების წევრის, ლევან კობერიძის თქმით, პარტიის შეხვედრაზე UNICEF-ის კვლევა განიხილეს და მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე არ უსაუბრიათ. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ, შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადა.

“თუ ჩემმა რომელიმე თანაგუნდელმა თქვა, რომ ცვლილებებზე იქნება საუბარი, სჯობს მათ ჰკითხოთ”, – განაცხადა კობერიძემ.

UNICEF-ის “მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის” ბოლო ეტაპზე მიღებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშისამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა – არჩილ თალაკვაძე
შემდეგი სტატიასუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო