ლევან კობერიძე : 2020 წლის ბოლომდე ანტიკონსტიტუციურობის ვადის გაგრძელებას აპირებენ, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ

news
ავტ.: news ივლისი 14, 2020 12:23

ლევან კობერიძე : 2020 წლის ბოლომდე ანტიკონსტიტუციურობის ვადის გაგრძელებას აპირებენ, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ

პარლამენტის მიერ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა.

“ეს კანონი უკვე ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ ის იმ დათქმით არის მიღებული, რომ იმოქმედოს 15 ივლისამდე. ეს კანონი პარლამენტის გვერდის ავლით, მთავრობას აძლევს იმ უფლებების შეზღუდვის საშუალებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს იყო ამ კანონამდე შესაძლებელი. ამიტომ ეს კანონი უკვე ანტიკონსტიტუციურია და ახლა ამ ანტიკონსტიტუციურობის ვადის გაგრძელებას აპირებენ 2020 წლის ბოლომდე. დღეს სავარაუდოდ “ქართული ოცნება” მხარს დაუჭერს თავისივე ინიცირებულ კანონპროექტს. თუ ასე მოხდა, აუცილებლად დავიწყებთ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების პროცესს,”- განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.

news
ავტ.: news ივლისი 14, 2020 12:23

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics