15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ლევან ყურაშვილი: საქართველოში შემოსავლის 38%-ს ჭამაში ვხარჯავთ, ევროპაში- 13%-ს. ესაა მთავარი და არა ქათმის ფასი

“ახალი უსინდისო კამპანია დაუწყიათ ქოცებს: ქართულ ფასებს ადარებენ ევროპულ ფასს.

თურმე, აქ ქათამი უფრო იაფი ღირს, ვიდრე გერმანიაში.
როცა ფასებს ადარებ ერთმანეთს, მთავარი ის კი არაა, რომელ ქვეყანაში კონკრეტული პროდუქტი რა ღირს.
მთავარი განმსაზღვრელია, შენი შემოსავლის რამდენ პროცენტს ხარჯავ ჭამაში.
საქართველოში ეს ხარჯი არის შემოსავლის – 38%
ევროპაში – 13%
ანუ, საქართველოში ადამიანი დღე და ღამე რომ შრომობს, წვალობს, იმ ნაშოვნი ფულის თითქმის ნახევარს ხარჯავს მხოლოდ იმაში, რომ ჭამოს და ფიზიკურად გადარჩეს.
გერმანიაში ეგ ხარჯი არის შემოსავლის მეშვიდედი.
3-ჯერ მეტი ფული რჩება ნებისმიერ ევროპელს (საკუთარ შემოსავალთან მიმართებით) იმისათვის, რომ ჭამის გარდა სხვა რაღაცებზე იფიქროს.
შვილების სწავლაზე, ახალ მანქანაზე, დასვენებაზე, ფულის დაგროვებაზე და ა.შ.
ამიტომაა აქ გაძაღლებული ცხოვრება და ამიტომაც გვირტყამს ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება.
რეალურად, იმიტომ წვალობს ამ ქვეყანაში ხალხი, უბრალოდ ფიზიკურად რომ გადარჩეს.

ქათამი ყოფილა თურმე აქ უფრო იაფი…

ეს უსინდისოები!”_ წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ლევან ყურაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიმახაშვილი: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები აღდგენილია
შემდეგი სტატიაკაია კალასი: საქართველო ასევე არის მკაცრი შეხსენება იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი აღწევს წარმატებას