ლევან ყიფიანმა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა

სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა, – ამის შესახებ ლევან ყიფიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. გისურვებთ წარმატებას“, – წერს ლევან ყიფიანი.

ლევან ყიფიანი წასვლის მიზეზებზე კონკრეტულად არ საუბრობს, თუმცა არსებული ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოდან მისი წასვლა ტელეკომპანია „იბერიას“ დაკავშირებით სატელეფონო ჩანაწერს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ აგვისტოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა და დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
შემდეგი სტატია,,ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დე ფაქტო და რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა გვარები უნდა დაემატოს”