ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ეპიზოდს ფარსსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს

სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ის სარდაფში ჩაიყვანა და ფიზიკურად გაუსწორდა, ფარსს უწოდებს.

როგორც ყიფიანმა სასამართლოში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს ინფორმაცია მისთვის შეურაცხმყოფელია.

„ეს არის ფარსი. შეურაცხმყოფელია, რომ მე ამ თემაზე ვილაპარაკო, ასეთი რამ არ ყოფილა“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ლევან ყიფიანის საქციელმა გააღიზიანა და მისი დასჯა ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეს მოსთხოვა.

„იმ შემთხვევაში ივანიშვილი იყო უკმაყოფილო, როგორც ლევანმა თქვა, გადასცა ეს ფარცხალაძეს და ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის. ჩააგდეს სარდაფში და დანარჩენი ლევანს ჰკითხოთ სჯობს. ჩვენ როგორც ვიცით, სარდაფში სცადეს შეურაცხყოფის მიყენება, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. იმ სახლის სარდაფში ჩემი ხალხი თვალყურს ადევნებდა, რადგან ლევანი რომ წავიდა, იცოდნენ და როცა დაიკარგა ლევანი იმ ღამეს, ყველა განვიცდიდით. მერე იყო უფრო მეტი დაშინება და იგივე ჩვენი დირექტორების, რომ ამ სარდაფის ილეთები არ გაგრძელებულიყო“, – განაცხადა ოქუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან ყიფიანი – ანზორ ჩუბინიძე ჩემი მეგობარია და ჩემი საქმეა რამდენჯერ დავურეკავ მეგობარს
შემდეგი სტატიაძალადობა გატაცებულ ოთინაშვილზე – საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო შეხვედრა იმართება