ლევან ყიფიანი დაკითხვაზე მივიდა

თბილისის პროკურატურაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი მივიდა. ყიფიანი საგამოძიებო ორგანოში ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებზეა დაბარებული. პროკურატურაში შესვლამდე ლევან ყიფიანმა კომენტარი არ გააკეთა.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური, ყიფიანმა პასუხი არ გასცა.

საგამოძიებო ორგანოში მასთან ერთად ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძეც შევიდა, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ „კურიერმა“ 14 სექტემბერს „იბერიას“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. აუდიოჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო თავისი სიტყვები – სირცხვილია, ქალბატონო სალომე!
შემდეგი სტატიაარასრულწლოვან მსჯავრდებულებს ქართველმა მწერლებმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს