ლევან ყიფიანი – ანზორ ჩუბინიძე ჩემი მეგობარია და ჩემი საქმეა რამდენჯერ დავურეკავ მეგობარს

ლევან ყიფიანი „თიბისი ბანკიდან“ 4 მილიონის გამოტანის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია კონკრეტულად აღნიშნული თანხა რომელ კომპანიაში გადაირიცხა ან სად წავიდა.

ყიფიანმა ასევე კომენტარი გააკეთა სექტემბერში ანზორ ჩუბინიძესთან განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე. მედიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ტელევიზიებით აუდიოჩანაწერი გავრცელდა, ლევან ყიფიანმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან 14 სატელეფონო ზარი განახორციელა. თავად ყიფიანი კი აღნიშნავს, რომ ჩუბინიძე მისი მეგობარია და მისი საქმეა რამდენჯერ დაურეკავს მეგობარს.

banner
წინა სტატიაშიმთხოვა ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა, ეს სჭირდებოდა უცხოეთში წარსადგენად
შემდეგი სტატიალევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ეპიზოდს ფარსსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს