ლევან ხარაშვილი: დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის

“აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს. გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს. ბერგამოს კადრებს თბილისშიც ვნახავთ. დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის. მალე შეზღუდვები აზრს დაკარგავს. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, მხრჩოლავი ყვითელი მარშუტკები გააფერადებენ საცობებს ცენტრალურ ქუჩებზე, ჰაერიც დაბინძურდება, გმირი ექიმები ისევ ფულისტ ყასბებად გადაიქცევიან და გახარიაც კი გაიპარსავს მოუცლელობის ხაზგასასმელად მოშვებულ ”წვერს”. ამირან გამყრელიძე ისევ ძალიან მოსაწყენ ბიძად გადაიქცევა და პოლიტიკოსები გააგრძელებენ პოლიტიკოსობას, სპორტსმენები – სპორტსმებობას. გადაიჭედება გოიმური რესტორნები , ოკუპაცია გააგრძელებს ცოცვას, ბოზები – ბოზობას …. ი რაზვე ეტო ნორმალნო?!!!!”, – წერს ექიმი ლევან ხარაშვილი .

banner
წინა სტატიაშიკახეთში შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიალევან რატიანი : რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია