11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმე – მარიამ დოლიძე გამოკითხვაზე მივიდა

“წარმოდგენა არ მაქვს, რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას, მაშინ, როდესაც ზვიად ხარაზიშვილი, გოგა მემანიშვილი და ეს ადამიანები გარეთ არიან – სწორედ ის ადამიანები, რომლებცი თავად ლევან ხაბეიშვილმა ამხილა მისი წამების დროს, ვინც იმყოფებოდნენ იქ და მართლა მაინტარესებს, რა კითხვა შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას ჩემთან. 

დასახელდა გდდ-ს თანამშრომლების გვარები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ, ვინც მონაწილეობდნენ ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებულ სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე და ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები მოეყვანათ და დაეკითხათ, გამოეკვლიათ მათი ალიბი- სად იყვნენ 2024 წლის 30 აპრილს, როცა ლევან ხაბეიშვილი გაიტაცეს და 27 წუთის განმავლობაში აწამებდნენ, ნაცვლად ამისა, მე დამიბარეს გამოკითხვაზე”, – აცხადებს ენმ-ს წევრი მარიამ დოლიძე.

ინფორმაციისთვის, 2 დღის წინ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე, ენმ-ს წევრმა მარიამ დოლიძემ განაცხადა, ხაბეიშვილზე განხორიცელებულ ძალადობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ გდდს  სპეციალური ოპერაციების მართვის სამმართველოს თანამშორმლები, მთავარი სამმართველოს უფროსი – იაგო ახალკაცი, სამმართველოს უფროსები – ლაშა ჭიკაიძე, იოსებ კობახიძე, ანზორ ხმიადაშვილი, ასევე მასების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი – დავით ყამარაული.

მისივე განცხადებით, ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ “ხარება” და მისი მოადგილზე მირზა კეზევაძე. მარიამ დოლიძე ასახელებს პოლიციის მაღალჩინოსნის, გოგა მემანიშვილის გვარსაც.

გვარების დასახელების შემდეგ ენმ-ს წევრი  პროკურატურაში დაიბარეს,თუმცა,  მისვლაზე უარი განაცხადა. ამიტომ ის დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

banner
წინა სტატიაში“გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ “განტევების ვაცი” ეპოვნათ და ეს ბიზნესი ყოფილიყო” – სოსო ბერიკაშვილი
შემდეგი სტატია“სიბინძურით ნაშოვნ მილიონებზე თეთრი რომ მოაკლდეს სახლში ვერ შეიყვან”- შალვა ნათელაშვილი “უცნობზე”