21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის პროკურორი – ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედი უფროსი და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ბრალს აღიარებენ.

„ბრალდებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს და ისინი დაეთანხმნენ მათ მიმართ პატიმრობას. ამ ეტაპზე ადვოკატები მათ არ ჰყავთ.

სხდომის დახურვის მიზეზი პროცესის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება გახდა. როგორც მოგეხსენებათ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, 550-მდე პირია გამოკითხული, გამოთხოვილია ასეულობით ვიდოეჩანაწერი, განხორციელებულია ხსენებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერება შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად, საქმე თავის მოცულობით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია”,- განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, თუ ვინ არიან მოწმეები და არიან თუ არა ისინი ძალოვანი სტრუქტურის მაღალი თანამდებობის პირები, ან არის თუ არა მათ შორის, მირზა კეზევაძე, პროკურორი პასუხობს, რომ “დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს”.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა ისინი ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვას, ვინაიდან მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის მიმართ ძალადობაში ორზე მეტი პირი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“, რომელიც ასევე ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, პროკურორი პასუხობს, რომ თუკი, ხაბეიშვილს სურვილი ექნება, მას გამოკითხავენ.

„საქართველოს პროკურატურა ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებს საგამოძიებო მოქმედებებს. მთელი ამ დროის განმავლობაში არაერთი საპროცესო-საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა. რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებები გახდა აღნიშნული პირების მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი. თუ იქნება მოპოვებული ის მტკიცებულებები, რითაც მოხდება სხვა შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება, მათ სამართლებრივი შეფასება მიეცემათ.

ლევან ხაბეიშვილი თავდაპირველად დაბარებული იქნა საგამოძიებო უწყებაში, თუმცა, მან საკუთარი სურვილით უარი განაცხადა გამოცხადებაზე და ინფორმაციის მიწოდებაზე. ბუნებრივია, თუ მას სურვილი ექნება, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღოს, ბუნებრივია, გამოიკითხება”,- განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: “ოცნება” ნერვიულობს, ჩვენი ამოცანაა იატორიული მისიის შესრულება
შემდეგი სტატიასასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილზე ძალადობისთვის დაკავებული პოლიციელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს