ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში თორნიკე ბიკაშვილი ჩაანაცვლებს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ოპოზიციონერი წევრის, ლევან ხაბეიშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დღეს იმსჯელებს. სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.

ხაბეიშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც ის პარლამენტის დეპუტატი გახდა.

ხაბეიშვილს თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თორნიკე ბიკაშვილი ჩაანაცვლებს. ბიკაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას მას შემდეგ შეუდგება, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის საკრებულოს წერილით მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიჩვენი გზავნილი ცალსახაა – სტოლტენბერგი საქართველოსა და უკრაინას
შემდეგი სტატიაადვოკატი – დავით კოდუა საქართველოდან წასულია, რომ ჩაიტაროს შესაბამისი მკურნალობა