ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

ამასთან, მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა იულია ტიმოშენკო ძებნილთა სიაში შეიყვანა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას თინა ბოკუჩავა დაიკავებს