ლევან ხაბეიშვილის შტაბის მინები ჩაამსხვრიეს, დაწყებულია გამოძიება

სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ გვიან ღამით მისი შტაბი დააზიანეს. ამის შესახებ ის საკუთერ Facebook გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს.

იგი ამბობს, რომ შემთხვევა დაახლოებით დილის 2 საათზე მოხდა. მისი ინფორმაციით, მინიმუმ ორმა პირმა აგურები ესროლა შენობას და არიან ამის თვითმხილველებიც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი