ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით მას სუს-ის თანამშრომლებმა სცემეს

ლევან ხაბეიშვილი ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ის მერიის წინ მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, ის სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს და სცემეს. „მომიპარეს სუს-ის თანამშრომლებმა აქციიდან. როდესაც მერიის შენობაში შევყავდი იძახოდნენ რომ დავსაჯოთ , დავსაჯოთო. ფიზიკურად გაგვისწორდნენ წაქცეულზეც მირტყეს. მცემეს, მირტყეს, მერიაში მომიპარეს და შემდეგ გამომაგდეს, რომ ეს მერე არ გვინდაო“,-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი

მისივე თქმით მას ფიზიკურად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები უსწორდებოდნენ და მათშორის იყვნენ სუს-ის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით ამ ფაქტს შეესწრნენ მერიის მაღალჩინოსნები და დაცვის სამსახურის უფროსი.

შეგახსენებთ, რომ მერიის წინ მიმდინარე „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. მათშორის ვრცელდებოდა ინფორმაცია , რომ დაკავებული იყო ლევან ხაბეიშვილიც.

ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად მერიასთან რამდენიმე საათის წინ მივიდა. აქციის მონაწილეები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და აცხადებდნენ , რომ დავით ნარმანიამ პასუხი უნდა გასცეს მოქალაქეების შეკითხვებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის ფართების გადაცემას შეეხება.

banner
წინა სტატიაშიმსჯავრდებულებისთვის კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო
შემდეგი სტატიაბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის გრაფიკი განისაზღვრა