ლევან ხაბეიშვილი: უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში გაძვირებული ფასები, რაზეც სამწუხაროდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში უმრავლესობის ლიდერები იცინიან

„უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში გაძვირებული ფასები, რაზეც სამწუხაროდ, ფაქტობრივად, რამდენიმე კვირის განმავლობაში იცინიან და დასცინიან მოსახლეობას უმრავლესობის ლიდერები“, – განაცხადა ფრაქციის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ ყველაფერზე იმის გარდა, რაც მათი საქმეა.

„რეალობაში იქნებ ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდეს, ვინც გასცემს მოსახლეობის მთავარ შეკითხვებს პასუხს იმაზე, რაც თქვენი ყოველდღიური მოვალეობა უნდა იყოს. ვგულისხმობ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას, უმუშვრობას, რომელიც არის საქართველოში. თქვენივე მოწოდებული ინფორმაციით, გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა იზრდება და მერე იტყვით, რომ რაღაც ეკონომიკური ზრდა გაქვთ“, – მიმართა ლევან ხაბეიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – „ვეტინგზე“ თითს რომ გვიქნევენ, ჯერ მიხედონ ადეიშვილს, უსასტიკეს, სისხლიან დამნაშავეს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქუჩებში
შემდეგი სტატიაბექა ოდიშარია ანა დოლიძეს – ემიგრანტების სვე-ბედი რომ გადარდებდეთ ალბათ სხვაგვარად მოიქცეოდით როგორც საქართველოში, ისე ადგილსამყოფელ ქვეყნებში