„ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, რომ არავინ მათ აღარ ელაპარაკებათ ცივილიზებულ სამყაროში. ადასტურებს, რომ ქვეყნის გარეთაც მათთან მომლაპარაკებელი აღარავინ არ დარჩა, ამიტომ თუ ვინმემ მოახდინა ამ ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დარღვევა, ეს არის რუსული პარტია. თუ ვინმემ მოიტანა ქაოსი, არეულობა, თუ ვინმე თავპირს ალეწავს საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის ივანიშვილის ბანდფორმირებები, მათ შორის რასაც აკეთებენ ქუჩებში, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის კლასიკური მაგალითი, ამიტომ ეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს სიმართლეს, რომ მათ კონსტიტუციური წყობილება უკვე დაარღვიეს, სახელმწიფო გადატრიალება უკვე მოახდინეს, როცა ხმის უფლება ჩამოართვეს ადამიანებს, როცა ასობით ადამიანს თავპირი დაალეწეს, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან და მეტიც, გამოხატვის თავისუფლებისთვის უშვებენ ციხეში.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა