27.2 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

ლევან ხაბეიშვილი: თქვენი მეუღლე არის სუს-ის თანამშრომელი და ამიტომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, გესმის? სირცხვილი შენ! სამარცხვინო!

თქვენი მეუღლე არის სუს-ის თანამშრომელი და ამიტომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, გესმის? სირცხვილი შენ! სამარცხვინო!, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილს მას შემდეგ მიმართა, რას მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი პირების უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. “მონა”!, “გრცხვენოდეს”!- ამ სიტყვებით მიმართავდნენ ისინი მოსამართლეს.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო.

ზოდელავას და ხაბეიშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. მურთაზ ზოდელავა დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებს, რაც თანხას გადაიხდის.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბერს მშვიდობიანად ვატარებთ რევოლუციას, დამხობას, 5 ოქტომბერს, დილით ყველა პოლიტპატიმარი, ლევან ხაბეიშვილიც გამოვა გარეთ