ლევან ხაბეიშვილი საარჩევნო სლოგანის საახალწლო ატრიბუტიკად გამოყენებას სასამართლოში ასაჩივრებს

ლევან ხაბეიშვილი საარჩევნო სლოგანის საახალწლო ატრიბუტიკად გამოყენებას უკვე სასამართლოში ასაჩივრებს. დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ნაძვის ხის გარშემო განთავსებული, კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის აღების შესახებ გადაწყვეტილება, სასამართლომ 24 საათში უნდა მიიღოს.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პარტიული სლოგანის საარჩევნო ატრიბუტიკად გამოყენება პროკურატურაში და აუდიტის სამსახურშიც გაასაჩივრა.

„სასამართლომ 24 საათში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ვართ ჩრდილოეთ კორეაში, სადაც ყველა ადამიანი ერთნაირი ტანისამოსით გადაადგილდება, ფაქტობრივად, მათი ლიდერის დაბადების დღესაც კი აღნიშნავენ, თუ უბრალოდ მოდის ახალი წელი, რომელიც არის ყველასი, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის, სხვა პოლიტიკური პარტიების ან ისეთი ადამიანების, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ პოლიტიკური კუთვნილება,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე გუშინ დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
შემდეგი სტატიაპატრულის თანამშრომლები ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით ივლიან