ლევან ხაბეიშვილი რუსთავის ციხეში ევროსაბჭოს წამების კომიტეტმა მოინახულა – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ავრცელებს.
“დღეს, პოლიტპატიმარი ლევან ხაბეიშვილი მოინახულა ევროსაბჭოს წამების კომიტეტმა. ხაბეიშვილთან საუბარი შეეხო მის გატაცებას , წამებასა და პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას.
წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი, ევროსაბჭო დაინტერესებულია საქართველოში იყოს სამართლიანობა და ადამიანის უფლებები დაცული”, – წერს ლაშა ტყეშელაძე.
















