ლევან ხაბეიშვილი: რა სხვაობაა ქოცსა და ლელოს შორის?!

“ასე ხდება, როდესაც არ გჯერა ხალხის, ერის და ირჩევ შემგუებლობას! შემდეგ იმ ხალხისგან ითხოვ მხარდაჭერას, ვისი ბრძოლისუნარიანობისაც არათუ არ გჯერა, არამედ სასაცილოდაც არ გყოფნის.
ანწუხელიძემ არ დაიჩოქა, ღირსებას არ გადააბიჯა! – ამიტომაც დასაჯეს ოკუპანტებმა.
პირველივე მოსახვევში ჩაბარდე მტერს, პირი მობანო, ლეგიტიმაცია მისცე – ძალიან რბილად, რომ ვთქვა უხერხულია!
18-19-20 წლის ბიჭები არ გატყდნენ რეჟიმთან! არ ითანამშრომლეს, ტყვეობაში არიან!
ერთი სიტყვით შეუძლიათ თავისუფლების მოპოვება, მაგრამ არა!!! – თავს არ უხრიან ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ამ დროს კი, ლელო ადგა და მახვილი ჩასცხო ამ ხალხს ზურგიდან!
წესიერი, პატიოსანი, კეთილსინდისიერი, ხელებდაკოჟრილი, ნაშრომი ხალხის დასახსნელია ეს ქვეყანა, ამიტომ გამხნევდით!!!

პ.ს. რა სხვაობაა ქოცსა და ლელოს შორის?!ისინი “ხელისუფლებიდან” არ უსმენენ არავის და ლელო ოპოზიციაში არ უსმენს კი არა, ჰკიდია ყველას აზრი – პატიმრების, მათი ოჯახების, ხალხის, დანარჩენი ოპოზიციის!” -წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე – 4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა, ეს არის მოქალაქის ინდივიდუალური პროტესტი და განაჩენი რეჟიმისადმი, ჩვენ შევდივართ ამ ბრძოლაში
შემდეგი სტატიაოპოზიცია დაასრულებს ივანიშვილს, უკვე “ლელოს” გარეშე! – ლაშა ბუღაძე