ლევან ხაბეიშვილი – „ქართულმა ოცნებამ” თქვა, 22:00 საათიდან კორონა იღვიძებს, სახლებში შედით და დაიძინეთო , ეს არის ივანიშვილის ახირება და არა კანონის აღსრულება

მეგობრებო, გამობრძანდით დღეს აქციაზე, დავიცვათ ჩვენი ხმები. ჩვენ არ ვარღვევთ კანონს. თუ კონსტიტუციას და კანონს არღვევს ვინმე, ეს არის „ქართული ოცნება”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 22:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა არის არა კანონის აღსრულება, არამედ ბიძინა ივანიშვილის ახირება.

„ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ 22:00 საათიდან კორონა იღვიძებს, ამ დროიდან აქტიურია და სახლებში შედით და დაიძინეთო. ფაქტობრივად, გვითხრა, „ბასტი-ბუბუ” რომ დაიწყება, უნდა დაიძინოთ ყველამო. ამასობაში, კანონი აქაც დაავიწყდათ იმიტომ, რომ „კომენდანტის საათის” გამოცხადება მაშინ, როცა საგანგებო სიტუაცია არაა, არ შეიძლება, უკანონოა და თუ საგანგებო მდგომარეობაა ქვეყანაში, მაშინ არჩევნები ვერ იქნება და უნდა თქვან, რომ შეწყვეტილია ყველა საარჩევნო პროცესი, რასაც არ აკეთებენ.

რასაც ხელისუფლება გვასაღებს, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა 22:00 საათზე მასავით ყველამ დავიძინოთ, თორემ კანონთან კი არაფერი შეხება არ აქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების თითოეულმა წევრმა და მოქალაქემ იცოდეს, რომ ეს არის ივანიშვილის ახირება და არა კანონის აღსრულება.

მეგობრებო, გამობრძანდით დღეს აქციაზე, დავიცვათ ჩვენი ხმები. ჩვენ არ ვარღვევთ კანონს. თუ კონსტიტუციას და კანონს არღვევს ვინმე, ეს არის “ქართული ოცნება”,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღევანდელ აქციაზე გააცნობენ საზოგადოებას, თუ როგორ იმოქმედებენ.

ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, „გუშინ პოლიციის ფორმაში გადაცმული „ქართული ოცნების” ზონდერები უმოწყალოდ უსწორდებოდნენ მშვიდობიან აქტივისტებს”.

„კრიმინალური ოცნების” პირობებში, კონსტიტუციური უფლება – ხმის მიცემის უფლება ჩამოგვართვეს, ახლა გვართმევენ კონსტიტუციურ უფლებას, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ნიშნავს და თუ რამეს გავაპროტესტებთ თურმე აუცილებლად დაგვშლიან და შემდეგ თვალებში დაგვიშენენ, ამ შემთხვევაში, წყლის ჭავლს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანზორ ბიწაძე : ,,გაფრთხილებთ, თითი არ დააკაროთ ნიკა მელიას”
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი : ივანიშვილის რეჟიმის პირობებში სიკვდილი, დღეს თუ ხვალ, სწრაფად თუ ნელა , ყველას იპოვის