პარტია “ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი “ქართული ოცნების” დეპუტატებს კორუმპირებულობაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ ხაბეიშვილი გაზეთ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” წევრების ზაზა პაპუაშვილის, მანანა კობახიძის, ეკა ბესელიას, ირაკლი კობახიძის, ზვიად კვაჭანტირაძის და სხვა ლიდერების დეკლარაციები კითხვის ნიშნებს ბადებს. მისი თქმით, მათ სოლიდური თანხები შესწირეს პარტიას, მაშინ როდესაც დეკლარაციის მიხედვით მათ დიდი რაოდენობით ვალი და არანაირი დანაზოგი არ აქვთ.