„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილისთვის პატიმრობის მისჯის ფაქტს ეხმაურება. ნათელაშვილი ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ მართლმსაჯულება რეპრესიულ იარაღად გამოიყენება.
„ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ტირანული რეჟიმის ტყვე და რეპრესირებული ოპოზიციური მოღვაწეობის გამო. ამ რეალობას ვერ შეცვლის ივანიშვილის მოსამართლეთა მიერ, ვითომდა ბრალის გადაკვალიფიცირება. ძალიან მალე ასეთი მოსამართლეები, თვითონ დაიკავებენ მათგან უკანონოდ განსჯილთა საკნებს“, — წერს შალვა ნათელაშვილი.

















