25.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ლევან ხაბეიშვილი: “ოცნება” ისტერიკაშია და აბსოლუტურად სწორად ვინც ფიქრობს, რომ მარტივად დამაკავებენ, ძალიან ცდება – დაველოდოთ, ვნახავთ, ვინ ვის დაიჭერს“

“ღამის 12-ის ნახევარზე დადეს ეს პოსტი, რომ ხაბეიშვილი უნდა დაიჭირონ, ეს არის შს სამინისტროს ოფიციალური გვერდი. ყველამ კარგად იცის, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მართავს ამ გვერდს, სხვათა შორის ასეთი სიგიჟე არასდროს არ დაუწერიათ, რომ ციხის კარები გაიხსნა, რომ ყოველ საღამოს დაიღალნენ ჩემი მოსმენით და ა.შ. ეს ყველაფერი აჩვენებს აბსოლუტურ დეზორგანიზებას “ოცნებაში”, შსს-ში და რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ახლა თითქოს ფსიქოლოგიურად ხაბეიშვილზე იძალადონ, რომ დამაკავებენ და ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ ჩემზე ბიჭებო, ასე მარტივად არ არის საქმე, ვინ ვის დაიჭერს მაგასაც ვნახავთ, დაგველოდეთ, ძალიან ბევრი საინტერესო რამე ვიცი თქვენს შესახებ. მესმის მათი ისტერიკის და აბსოლუტურად სწორად არიან ისტერიკაში, აბსოლუტურად სწორად ღელავს მინისტრად წოდებული გელა, გეკა თუ ჯეკა. ვწუხვარ, მაგრამ აბსოლუტურ სიგიჟეში ხართ ბიჭებო.”- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება
შემდეგი სტატიახონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს და ქუთაისში გადაიყვანეს