ლევან ხაბეიშვილი ნიუ იორკში Amnesty International-ის ამერიკის ოფისის დირექტორს პაულ ო ბრაიანს შეხვდა

„ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავესწარით პანელურ დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდა Amnesty International-ის ამერიკის ოფისის დირექტორი პაულ ო ბრაიანი და პანელური დისკუსიის შემდეგ გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით, გვესაუბრა პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შესახებ, მისი უფლებების დარღვევის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია მივაწოდეთ და დაგვპირდა, რომ კიდევ მიიღებს ჩვენგან კონკრეტულ ინფორმაციას და ფაქტობრივ მტკიცებულებებს.

ასევე, ცხადია ვესაუბრეთ საოკუპაციო ხაზთან ჩვენი მოქალაქეების გატაცების, მკვლელობის შესახებ და ადამიანების უფლებების დარღვევის შესახებ და დაგვპირდა, რომ გვექნება ამ თემასთან დაკავშირებით კომუნიკაცია და ცხადია, ჩვენ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ გვყავს პოლიტიკური პატიმარი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის უფლებები დარღვეულია და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არის დევნილი.

ასევე, საოკუპაციოა ხაზთან მიმდინარე მოვლენების შესახებ უნდა ჰქონდეს მსოფლიოს ინფორმაცია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და დღევანდელი დღეც არის ამის დასტური, რომ პაულ ო ბრაიანთან ჩვენ ყველა ეს საკითხი, პრობლემა დავაფიქსირეთ და ასევე დამატებით ინფორმაციებს მივაწოდებთ კიდევ მტკიცებულებების სახით.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: 15 დეკემბერს ზეიმის შესაძლებლობა გვექნება
შემდეგი სტატიაპოლონეთში კაცს სასტუმროში ჯერ სცემეს, შემდეგ კი გაძარცვეს – დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე