ლევან ხაბეიშვილი: „მელია ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე, მოაწერს მანიფესტს ხელს, ან მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება“

„ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია, შესაბამისად 23 ნოემბერს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გახდება საჯარო, ამ კონკრეტულ ადამიანებთან, რომელზეც საუბარი იყო არასდროს პრობლემა არ ყოფილა, ფაქტობრივად განსახილველიც არ ყოფილა, რომ ვინმესთან რაიმე პრობლემაა.

კონკრეტული ადამიანი, ვინც პრობლემას ქმნის, იმედია 23 ნოემბრამდე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. არსებობს კონკრეტული მანიფესტი, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი გაავრცელებს და კონკრეტული ადამიანები დარწმუნებული ვარ, რომ ამას ხელს მოაწერენ, ვინც არ მოაწერს ხელს და ვისაც არ აინტერესებს „ნაციონალური მოძრაობაში“ ერთობა, ვისაც არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, აქვს სხვა მიზნები და სხვა ამოცანები ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს, დანარჩენი „ნაციონალური მოძრაობა“ „სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად“, „გამარჯვების კოალიცია“ იბრძოლებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული ადამიანები, ჩემი თანამებრძოლები, ვისთან ერთადაც ძალიან ბევრი მიბრძოლია და ამ ადამიანების მოფრთხილების გარდა არაფერი გაგვიკეთებია პარტიას, ისინი დღესაც არიან სხვათა შორის მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრები, როგორც პარლამენტის ყველა დეპუტატი არის დღეს პოლიტიკური საბჭოს წევრი.

ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ყველა განცხადება, რომელიც კეთდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ძალიან დიდი ნაწილი მათი შეთანხმებულია პრეზიდენტ სააკაშვილთან. ბევრჯერ მითქვამს მე პირადად, რომ ამ პარტიის ლიდერი არის პრეზიდენტ სააკაშვილი და მათ შორის. ამ ადამიანმა დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ერთობა, ჩვენც ამას ვსაუბრობთ მა თვეების განმავლობაში. კონკრეტული დისკომფორტი თუ ვინმეს ჰქონდა და აქვს, დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა ღიად, რომ ის უხელმძღვანელებს მათ შორის პოლიტიკურ საბჭოში.

კონკრეტულ ერთ ადამიანზე, ვისაც ამ თვეების განმავლობაში, ყბადაღებული თემა გახდა მისი ჭირ-ვარამი და მისი წუწუნი და ვერ შეგუებლობა და ნაცვლად ხალხის პრობლემებზე საუბრისა, მხოლოდ მის პრობლემებს მოთქვამს, ეს კონკრეტული ადამიანი ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე, მოაწერს მანიფესტს ხელს, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად გაასაჯაროებს, ან მოგვიწევს ჩვენც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ნიკა მელია პარტიაში, ფაქტობრივად, მისივე გადაწყვეტილებით არის გარიცხულიც და გარიყულიც. რაც შეეხება იურიდიულ პროცედურას, თუ მელია მოგვმართავს მის სტატუსთან დაკავშირებით, აუცილებლად ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

თუ მიიღო მანიფესტთან დაკავშირებით, რომ ხელს აწერს, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, მობრძანდეს თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა. თუ სხვა მიზნები და ამოცანები აქვს, ის უკვე დიდი ხანია გარიცხულია, იურიდიულად მგლის ბილეთი, დააინტერესებს, მოგვწერს, გავცემთ შესაბამისს პასუხს.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, ეროვნულ გალერეაში თამარ დე ლეტე – ვაჩნაძის პირველი მასშტაბური გამოფენა იმართება