23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ლევან ხაბეიშვილი იმ ბიზნესმენებსაც მიმართავს, რომლებიც დუმილის რეჟიმში არიან: დუმილი ინდულგენცია არ არის, დუმილით ვერ იყიდით თავისუფლებას

გაშლეგებული ივანიშვილი ამჯერად გიორგი რამიშვილს, “ზარალას” მიადგა, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილი უკვე შიდა გარემოცვას დაერია, მათ შორის ბიზნესმენებსაც და მათ ან ფულის მიტანას, ან “ოცნების” ხელისუფლების აღიარებას სთხოვს. მისივე თქმით, თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ნებისმიერი საბაბით დააკავებენ.

ლევან ხაბეიშვილი იმ ბიზნესმენებსაც მიმართავს, რომლებიც დუმილის რეჟიმში არიან: დუმილი ინდულგენცია არ არის, დუმილით ვერ იყიდით თავისუფლებას.

გაშლეგებული ივანიშვილი ამჯერად გიორგი რამიშვილს, “ზარალას” მიადგა და ეს ერთადერთი რამის გამოვლინებაა, რასაც ამდენი დღეა ვსაუბრობთ, რომ ის დაერია შიდა გარემოცვას, მის უახლოეს გარემოცვას, მიადგა, მათ შორის, ბიზნესმენებს. ზოგს მოსთხოვა ფული, რომ “იცი, რა, ან მოიტან ფულს, ან ირაკლი კობახიძესთან მთავრობის კანცელარიაში მიხვალ და ჩამოართმევ ხელს, აღიარებ”. არცერთი არ გააკეთა, როგორც ჩანს, “ზარალამ”, ასე იცნობს გიორგი რამიშვილს ყველა ბიზნესში და შესაბამისად, სჯიან ამ მიმართულებით. ანუ ან უნდა ბიძინა ივანიშვილს ფეხქვეშ გაერთხა, ან არადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგაკავებს ნებისმიერი ბრალდებით. მას არ გაუწირდება იარაღის ჩადება, ნებისმიერი რამის გაკეთება. არ აქვს მნიშვნელობა ვისკენ იყავი, ვისკენ ხართ. მას შეუძლია, ნებისმიერ დროს ეს გააკეთოს და უნდა ხვდებოდეს ბიზნესმენთა დიდი უმრავლესობა, დუმილი ინდულგენცია არ არის. დუმილით ვერ იყიდით თავისუფლებას, – ამბობს ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე: “ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ ოპოზიციური პარტიის და სამოქალაქო ჯგუფის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ
შემდეგი სტატია“იმედი ახალ მწვერვალებს იპყრობს!”-სალომე ზურაბიშვილი