“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან გავრცელებულ წერილში ელენე ხოშტარიას სოლიდარობას უცხადებს და მას უშიშარ და შეუპოვარ მებრძოლს უწოდებს.
ხაბეიშვილის თქმით, „დროას“ ლიდერი სწორედ თავისი აქტიური და დაუთმობელი პოზიციის გამო იმყოფება პატიმრობაში.
„ჩემი სოლიდარობა ელენე ხოშტარიას! ნამდვილი მებრძოლი, უშიშარი, შეუპოვარი და გაუტეხელი! უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს. დარწმუნებული ვარ, ახლა რომ თავისუფლებაზე იყოს, ბევრისგან განსხვავებით ბათუმში იქნებოდა — მიკროფონით, რუპორით ხელში და სულ რომ მარტო ყოფილიყო, სიმშვიდესა და კომფორტს არ ექნებოდა „ქოცებს“ „სასამართლოს“ გარეთ! მარტო ააწრიალებდა იქაურობას! ამიტომაც არის მძევალი…“ — ნათქვამია ლევან ხაბეიშვილის წერილში.















