პოლიტპატიმრები ციხეში, პლუს ახალი ტყვეები, ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერები, და ამ დროს სიტყვა „არჩევნების“ გამოყენებაც კი დანაშაულია, ეგ არის ივანიშვილის სპექტაკლი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სანქცირებული ლევან კალანდარიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის პირობებში ვინც განიხილავს არჩევნებად წოდებულში მონაწილეობას, დადასტურებულად იქნება რეჟიმის თანამონაწილე.
„სანქცირებული კალანდარიშვილის, ივანიშვილის, რუსული პარტიის პირობებში, ვინც განიხილავს, წარმოდგენაში, თეატრში – არჩევნებად წოდებულში მონაწილეობას, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე. პოლიტპატიმრები ციხეში, პლუს ახალი ტყვეები, ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერები, და ამ დროს სიტყვა „არჩევნების“ გამოყენებაც კი დანაშაულია. ეგ არის ივანიშვილის წარმოდგენა/ სპექტაკლი.
ივანიშვილმა ეს სპექტაკლი, წარმოდგენა ვერ უნდა გამართოს და ამის გარშემო გავერთიანდეთ! საქართველო ივანიშვილის გარეშე! ბიძინა უნდა დაემხოს“, – წერს ხაბეიშვილი.