ლევან ხაბეიშვილი – ბიძინა ივანიშვილი გურიის ოკუპაციას განაგრძობს

გზა, სადაც კონკრეტული ადამიანები გადაადგილდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, თეა წულუკიანმა 27 წუთში დაარეგისტრირა არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთად და ივანიშვილისთვის მისაყიდად გაამზადა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს შეკვეთილში, საკუთარ სახლამდე მისასვლელი გზის მიტაცება აქვს გადაწყვეტილი, რათა აქცია აღარ გაიმართოს.

„შეკვეთილში აქციების პარალელურად, რუსი ოლიგარქი ივანიშვილი განაგრძობს გურიის ოკუპაციას. შიდა ოკუპანტი ივანიშვილი უკვე საქართველოში ფლობს 40 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტ მიწის ნაკვეთს და დამატებით ახლა გადაწყვიტა სახელმწიფოსგან მიიტაცოს გზის ის მონაკვეთი, რომლის საშუალებითაც შეკვეთილში აქციის მონაწილეები ხვდებიან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, ანუ გზა, რომელიც აქამდე არსებობდა, 1-ელ აგვისტოს სახელმწიფომ უკვე დაირეგისტრირა საკუთარ ქონებაში, როგორც არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, ის მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, ვინც მისი თქმით, ამ კრიმინალურ და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობენ, უარი თქვან კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტაციის შექმნისგან, რადგან ეს მათი სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდება.

ასევე, ლევან ხაბეიშვილმა კონკრეტული ფოტო წარადგინა, რომელიც მისი თქმით, კიდევ ერთ მძიმე შემთხვევას ასახავს.

„ასახავს ბიძინა ივანიშვილის სახლთან არსებულ სანაპიროს, სადაც ადამიანებმა უნდა ისარგებლონ და სანაპიროს შემდეგ იწყება ბიძინა ივანიშვილის საკუთრება, უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა იმდენი, რომ ზღვა მიიყვანა მის საკუთრებამდე, ფაქტობრივად მის ჭიშკრამდე და კონკრეტულ ადამიანებს უკრძალავს აქციის გამართვას. ამის შემდეგ თუ მოუნდებათ ჩვენს აქტივისტებს აქციის გამართვა, ზღვაში უნდა იდგნენ, რომ აქცია ჩაუტარონ ივანიშვილს.“ – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ამავე ლოგიკით ბიძინა ივანიშვილს წარმატებით შეუძლია მიისაკუთროს ტერიტორიები დედაქალაქშიც, მაგალითად, რუსთაველის გამზირი ან სხვა და თქვას, რომ ეს მისი კერძო საკუთრებაა და მის საკუთრებაში აქციის ჩატარება არ შეიძლება.

banner
წინა სტატიაში„არ მგონია, პოლიტიკური სარჩული ედოს რომელიმე სისხლის სამართლის საქმეს” – ზარდიაშვილი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე
შემდეგი სტატიაოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობი სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო