ლევან ხაბეიშვილი: 2023 წელს დედაქალაქში 111 მილიონი ლარის ფული მოიპარა ჯარიმებით ივანიშვილის პარტიამ

„2023 წელს დედაქალაქში 111 მილიონი ლარის ფული მოიპარა ჯარიმებით ივანიშვილის პარტიამ და კალაძემ. კალაძემ დამატებით ასი შტატი დაამატა, რომ 2024 წელს დამატებით 10 მილიონი ლარის ჯარიმა დაწეროს. ივანიშვილი და კალაძე ასეთ კაბალურ პირობებში ძარცვავენ ხალხს კანონის სახელით და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

“111 მილიონი ლარის ჯარიმა დაწერეს 2023 წელს მხოლოდ დედაქალაქში, 2012 წელს დედაქალაქში 20 მილიონი ლარი შესდიოდა თბილისს ჯარიმებიდან და საურავებიდან, ამის შემდეგ გახდა უკვე 25 მილიონი, 27 მილიონი იყო 2017 წელს, როცა კალაძე გახდა მერი, ძალიან სწრაფადვე გახადა 32 მილიონი, შემდეგ გახდა 65 მილიონი და ახლა უკვე 2023 წელს თქვენი ჯიბეებიდან 111 მილიონი ლარი გამოიღო ივანიშვილის პარტიამ და კალაძემ ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებიდან დედაქალაქში. კიდევ დამატებით ასი შტატი დაამატა კალაძემ, რომ 2024 წელს დამატებით 10 მილიონი ლარის ჯარიმა დაიწეროს, ეს უნდა შევცვალოთ, რადგან ამას არ დაპირებია ივანიშვილი ხალხს, ივანიშვილმა და კალაძემ მოატყუა ხალხი, ამის შეცვლა ცხადია შეიძლება და როდესაც ასე კაბალური პირობებში ადამიანებს ძარცვავენ კანონის სახელით, უნდა დასრულდეს.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე – საქართველოში ყოველი მე-3 ბავშვი შიმშილობს, საქართველოს მომავალი დაკავშირებულია მათ კარგად ყოფნასთან – რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს, ეს მაქსიმუმია?!
შემდეგი სტატიაჰეშთეგით „#ნუ გვეტენებით“ – დაუშვილი კოალიციურ გაერთიანებაზე გვარამიას განცხადებებს ეხმაურება