ლევან კაკავამ საბაჟო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა წარადგინა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საბაჟო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა წარადგინა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ზურაბ სიჭინავა განათლებით სამართალმცოდნეა. მას, ასევე აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და მინიჭებული აქვს საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

მათივე ცნობით, ზურაბ სიჭინავა დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. ამასთან, მას აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

„შეხვედრის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ზურაბ სიჭინავას პრეზენტაციის სახით, საქმიანობის ბოლო ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. საბაჟო დეპარტამენტის ახალი უფროსის წარდგენას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის უმსხვილესი ფრაქცია პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით აფრთხილებს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ შს სამინისტროს დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება წარუდგინა