“იარაღს თუ წაართმევ, ეს ძალადობა არ არის, შესაბამისად, მის [ლევან ჯობავა] წინააღმდეგაც არაფერი იქნება. თვითონ ფაქტთან დაკავშირებით მიდის გამოძიება და არავის წინააღმდეგ…”, – განაცხადა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლაშა ჯობავას მიერ ოცნების “ტიტუშკასთვის” ბესიკის ქუჩაზე იარაღის წართმევასთან დაკავშირებით:
“ყველამ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, აუხსნან სიტუაცია რა იყო და ამით გაირკვევა სიმართლე. თუ ვინმე ვინმეს იარაღს უმიზნებდა და გამოართვა კარგია და უთხრან ეს ყველაფერი გამოძიებას. იარაღი არ იყო ცეცხლსასროლი, იყო პნევმატური და ამ მხრივ არ ექცევა სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციაში, რაც შეეხება ჩხუბს, ამას ჰქვია ძალადობა და ძალადობას იძიებს [პროკურატურა]. ორივე მხარემ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გაირკვევა ვინ რა გააკეთა”. – თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.
















