“რაღაცნაირად სცადეს აგორება, რომ ძალადობაა. მინდა ყველას ვუთხრა, ქუჩაში იარაღით მოსიარულე არასრულწლოვნები და სრულწლოვნები, რომლებიც იარაღით იმიტომ დადიან, რომ დაუსჯელობის სინდრომი აქვთ, წარმოადგენენ საფრთხეს ნებისმიერი თქვენგანის შვილისთვის, განურჩევლად თქვენი პოლიტიკური გემოვნებისა, ამიტომ მშობლებს გთხოვთ, ეს აღიქვათ პირად საქმედ.
ერთმა ადამიანმა, რომლის მთელი ოჯახიც სხვადასხვა დროს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა და დღესაც იბრძვის, ეს ამბები რომ მოხდა, მომწერა, გააგრძელეო და მეც გავაგრძელებ, დამიჭერენ თუ არ დამიჭერენ, ძალიან ბევრი კარგი გოგო და ბიჭია გისოსებს მიღმა და ენატრებათ ოჯახის წევრებთან ჩახუტება. დამიჭერენ თუ არ დამიჭერენ, ეს არაა მთავარი, მთავარია, ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ ყველა ტყვე არ იქნება თავისუფალი და საქართველო არ გახდება თავისუფალი რუსეთის გავლენებისგან.
არაფერი ამათ ხელში გასაკვირი არაა, მზად ვარ ყველაფრისთვის. ხელებს როგორც კი ჩამოვუშვებთ, ბევრი მოგვხვდება, უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უსაფრთხო და თანასწორ გარემოში, განურჩევლად მშობლების პოლიტიკური გემოვნებისა”-ამბობს ლევან ჯობავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჟურნალისტებთან საუბრისას
















