ლევან ჯიბღაშვილი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ლევან ჯიბღაშვილი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გირაოთი განსაზღვრული თანხის შეტანამდე მსახიობი პატიმრობაში დარჩება. პროკურატურა კი მისთვის 15 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნისთვის ედება.

პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილით ედება, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გუშინ დააკავეს. დაკავებისას მისი მანქანიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს. ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები ნამდვილად მისი მანქანიდან ამოიღეს, თუმცა ამბობს, რომ აკრძალული ნივთიერება მისი არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშისასამართლო ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: შს მინისტრი აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ (ვიდეო)