24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება

 ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი 6 მაისს გამოაცხადებს. 

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული.

ინფორმაციისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 2025 წლის 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შარაშიძე: თანამდებობის პირები პოსტებს ისე ტოვებენ და ინიშნებიან, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: “ოცნებას” კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია