3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, კანადამ გიორგი მიქაძის ექსტრადაცია მოითხოვოს

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი მიქაძის დასაცავად სასამართლო პროცესებში კანადელი ადვოკატები ჩაერთვნენ. 

გავრცელებული ცნობით,  ისინი მომდევნო პროცესებსაც დაესწრებიან და საქმის მთავარ მასალებს შეისწავლიან.

იმ შემთხვევაში თუ ქართული სასამართლო გიორგი მიქაძის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, შესაძლოა კანადამ მისი ექსტრადიცია მოითხოვოს.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს, გამოძიების ცნობით, მან გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და დანაშაული დაფარა.

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 2025 წლის  14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი “იმედისა” და POSTV-ის დასანქცირებაზე: თავიანთ თავში უნდა მოძებნონ კითხვები და პასუხები
შემდეგი სტატიაზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა გაასაჩივრებს