6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზეა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დასკვნით ეტაპზე გადადის.

დაცვის მხარეს დასაკითხი მხოლოდ ორი მოწმე რჩება, მკვლელობაში მსჯავრდებული გელა უძიალაური, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს შეფარდებული და მკვლელობის ორგანიზების საქმეზე განსასჯელის სკამზე მყოფი ერთადერთი პირი გიორგი მიქაძე.

დღეს ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე ჰაბიდოსკოპი დაკითხეს. ადვოკატ შორენა ნიქაბაძის თქმით, დაცვის მხარის მოწმემ თქვა, რომ სასტუმრო “თაუერის” გარე სამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებულ კადრებში გიორგი მიქაძის ამოცნობა შეუძლებელია.

დაცვის მხარის მოწვევით პროცესზე დაიკითხა ჰაბიტოსკოპი ექსპერტი, რომელმაც თქვა, რომ სასტუმრო “თაუერის” კამერები იყო იმდენად უვარგისი, რომ იდენტიფიცირება შეუძლებელია მასზე გამოსახული პირების. ამის გარდა, ჩვენთვსი მისი ჩვენება საინტერესო გახდა იმით, რომ ისეთი მახსიათებლები, როგორიც არის ადამიანის სიმაღლე ან მიხვრა-მოხვრა, ექსპერტმა თქვა, რომ იდენტიფიკაციისთვსი არასარწმუნო და უვარგისი მონაცემია, შესაბამისად, კვლავ რჩება კითხვა – პოლციის თანამშრომელმა, ბიჭიკო წოწორიამ იმ კამერებზე, რომელზეც ექსპერტი ამბობს, რომ შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება, მიხვრა-მოხვრით და აღნაგობით როგორ ამოიცნო გიორგი მიქაძე”, – ამბობს ტვ პირველის ინფორმაციით,  ადვოკატი შორენა ნიქაბაძე. 

banner
წინა სტატიაშიგიორგი სიორიძე: სუს-ი და პროკურატურა კვლავ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ
შემდეგი სტატიაჰეგსეთი: ზუსტად ვიცით, რას აკეთებენ რუსეთი და ჩინეთი ირანთან ერთად