ლევან იზორია:ვახტანგ კაპანაძის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დატოვება კანონის მოთხოვნებზეა დამოკიდებული

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ ვახტანგ კაპანაძის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დატოვება კანონის მოთხოვნებზეა დამოკიდებული.

„არავის მიმართ პიროვნული დამოკიდებულება არ მაქვს, ყველას ვაფასებ პროფესიული ნიშნით, მათ შორის  – ვახტანგ კაპანაძესაც. ძალიან ვაფასებ მის მიერ გაწეულ საქმიანობას. თუ კანონის მოთხოვნები ითვალისწინებს, რომ მას ექნება  შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაინიშნოს გენერალური შტაბის ხელმძღვანელად, გამორიცხული არაფერი არ არის“,- აღნიშნა იზორიამ.

მისი თქმით,   გენშტაბში შეხვედრისას  განაცხადა, რომ პოლიტიკური ფიგურა, ანუ მინისტრი, გენშტაბის საქმიანობაში არ ჩაერევა.

„გუშინ,  გენშტაბთან შეხვედრისას ვთქვი, რომ  მაქსიმალური დამოუკიდებლობა ექნებათ. ჩარევა იქნება, ბუნებრივია, იმ კომპეტენციის ფარგლებში, რა კომპენტეციაც მინისტრს აქვს“, -განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია თბილისის ბიუჯეტიდან თანხების არაჯეროვან დახარჯვაზე საუბრობს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო : ქორწინების საკითხი ძალიან ცხადია და ამას რეფერენდუმი არ სჭირდება