ლევან იზორიას პირველი კომენტარი „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარზე

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, „კრწანისის“ სასწავლო ცენტრის გუშაგი ნორმის დაცვით მოიქცა. მისი თქმით, სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე, რომელიც დაცულია, სამი პირი უკანონოდ შეიჭრა.

მინისტრის ინფორმაციით, ორი თანმხლები პირის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ დილის 03:30 წუთზე სამი პირი უკანონოდ შეიჭრა სასწავლო ცენტრში, რომელიც დაცულია. გუშაგი აბსოლუტურად ნორმების დაცვით მოიქცა. გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს ორი თანმხლები პირის დადგენა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იქნა სასწავლო ცენტრიდან დაახლოებით 100 მეტრში მობილური ტელეფონი, ფისტოლეტიც, შესაბამისად, გამოძიება ამომწურავ ინფორმაციას ახლო მომავალში იტყვის“, – განაცხადა იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა.

ლიკვიდირებული გიგა შენგელიას ოჯახის წევრების ინფორმაციით, შენგელიას იარაღი არ ჰქონია.

ოჯახის წევრები ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმებიან და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“თოფაძე-მრეწველების” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები მხარდაჭერას “ქართული ოცნების” მაჟორირატობის კანდიდატებს უცხადებენ
შემდეგი სტატია(+ვიდეო) გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი წარადგინა