ლევან იზორიას ნათესავი წალენჯიხა-ჩხოროწყუს „აღებისთვის“ „ემზადება“?

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი ზარქუა

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი ზარქუა„დიდი მაჟორიტარული ომი“ – მას შემდეგ, რაც „თაიმერზე“ ამ სათაურით წერილი გამოქვეყნდა, ჩვენ კონფიდენციალური წყარო დაგვიკავშირდა და სამეგრელოში, კერძოდ, წალენჯიხა-ჩხოროწყუში მიმდინარე კულუარულ ამბებზე ინფორმაცია მოგვაწოდა.

მოგეხსენებათ, ახალი კანონით, რამდენიმე რაიონს ერთი მაჟორიტარი უნდა ჰყავდეს. ამ „გაერთიანებაში“ წალენჯიხა-ჩხოროწყუც მოხვდა, ანუ თუ აქამდე ამ ორ რაიონს ცალ-ცალკე მაჟორიტარი ჰყავდა, 2016 წლის შემოდგომიდან ორივე რაიონის ინტერსებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ერთი ადამიანი დაიცავს. შესაბამისად, როგორც ჩვენი წყარო განმარტავს, ეს გაერთიანება „ოცნებისთვის“ შესაძლოა, სერიოზული პარტიული ომის წინაპირობა გახდეს.

ამ დრომდე პარტია ქარულ ოცნებასვერ გადაუწყვეტია, თუ ვინ დაასახელოს წალენჯიხა-ჩხოროწყუში მაჟორიტარობის კანდიდატი,“ – ამბობს ჩვენთან საუბრის დროს კონფიდენციალური წყარო, რომელიც ადგილობრივ პოლიტიკურ ინტრიგებში კარგად არის გარკვეული.

როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, „ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ამ „ვაკანსიაზე“ თავიდან სამი სუბიექტი განიხილებოდა – წალენჯიხის მოქმედი გამგებელი გოგა გულორდავა, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი ზარქუა და ჩხოროწყუს პოლიციის შეფი ჯუმბერ იზორია, რომელიც სუს-ის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას ნათესავი და მისი გარემოცვის აქტიური წევრია.

თუ ჩვენს წყაროს დავუჯერებთ, საბოლოოდ, „ოცნებაში“ ასეთი გადაწყვეტყილება მიიღეს და გულორდავას დეპუტაობაზე უარი უთხრეს და ფსონი ჯუმბერ იზორიაზე დაიდო, რომელსაც, თურმე, ლამის ვენები გადაუხნსია, რომ მაჟოირტარულ არჩევნებს უეჭველი მოიგებს.

„იზოირა გამარჯვებაში ასეთი თვითდარწმუნებული, როგორც ჩანს, იმიტომ არის, რომ ძალოვანების იმედი აქვს და თუ არჩევნებში ძალოვანები ჩაერევიან, გამარჯვება, ალბათ, მართლა არ გაუჭირდება, თორემ სხვა შემთხვევაში, ანუ თუ არჩევნები დემოკრატიულად და ობიექტურად ჩატარდება, ჯუმბერ იზორიას გამარჯევბის მინიმალური შანსიც არ აქვს, რადგან ყველაფერს თავი რომ დაავნებოთ, წალენჯიხაში ჩხოროწყუზე მეტი ამომრჩეველია. აქაურებმა კი კარგად იციან, იზორია ვინც არის და ლევან იზორიასთან დაკავშირებული „ნარუშილოვკების“ სკანდალიც არ დავიწყებია ხალხს. მოგეხსენებათ, ამ სკანდალში ბიძინა ივანიშვილის ძმიშვილიც ფიგურირებდა, რის გამოც ივანიშვილმა ბოდიში მოიხადა, იზორიებს კი ბოდიშის მოხდა აზრადაცა არ მოსვლიათ – ალბათ, გახსოვთ, „ნარუშილოვკების“ ერთ-ერთი მთავარი ფუგურნატი ლევან იზორიას ძმა იყო. ამიტომ, ხალხს 8 ოქტომბერს, ალბათ, ესეც გაახსენდება,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც საუბრის დროს კიდევ ერთ პიროვენებს, კერძოდ, ალექსი ბაძაღუას ახსენებს, რომელიც, წყაროს თქმით, ძალოვან უწყებაში მუშაობს და იზორიებმა არჩევნების მოგება მას დაავალეს.

ალექსი ბაძაღუას გავლენებზე რეგიონში ყველამ იცის და იმასაც ამბობენ, რომ წალენჯიხის რაიონის მქომედი გამგებელი, პრინციპში, მან დანიშნა. ისიც გამიგია, რომ თავის დროზე წალენჯიხის გამგებლობის ერთ-ერთ კანდიდატზე ზეწოლა ბაძაღუამ მოახდინა, რათა მას ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობისგან თავი შეეკავებინა,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო, რომელიც ასევე, გვაწვდის ინფორმაციას, რომ სანამ არჩევანს იზორიას ნათესავზე გაკეთებდა, „ოცნებამ“ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობა „ენგურჰესის“ გენერალურ დირექტორ ლევან მებონიასაც შესთააზა, რომელიც კახი კალაძის მეგობარია, მაგრამ ამის მიუხედავად, მებონიამ მაჟორიტარობაზე უარი განაცხადა. ჯუმბერ იზორიას პიროვნების შესახებ და მის გავლენაზე სამეგრელოში და კეძოდ ჩხოროწყუში უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

 

ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაშიმიროტაძე ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება
შემდეგი სტატიაგიგა ოთხოზორიას მვლელობიდამ ორმოცი დღე გავიდა