ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებაზე ისაუბრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ლოჯისტიკის მიმართულებით და თავდაცვის უწყებაში წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ საჯარო მოხელეთა რაოდენობა შევზღუდეთ, რომელიც ისარგებლებდა სამსახურეობრივი ავტომანქანებით და ამით წლის განმავლობაში 222 ათასი ლარი, ასევე საწვავის ხარჯები დავზოგეთ; თუ 2012 წელს საწვავის ხარჯი 35 მილიონ ლარს შეადგენდა, ახლა 12 მილიონი იხარჯება. 2011-2012 წელს საიდუმლო შესყიდვები საეჭვო გარემოებებით 46%-56%-ი ხორცილდებოდა, მიმდინარე და გასულ წლებში მხოლოდ 16% გვაქვს საიდუმლო შესყიდვები. ამ სტანდარტს კიდევ უფრო დავწევთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

ასევე, მინისტრმა უწყების ხარჯები წლების მიხედვით განიხილა.

„2018 წელს 850 ათასი ლარით დაიზოგა 2017 წელთან შედარებით. 2011-2012 წლებში ეს იყო 3 მილიონ 132 ათასი, 2012 წელს კი, 3 მილიონ 2 ათასი. თითქოს, ხარჯები იყო გაბერილი 2017 წელს. ეს იყო განპირობებული უპრეცედენტო დინამიკით, რომელიც 2017 წელს გვქონდა. ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციის ვიზიტი 350 ათასი ლარის მობილიზება მოხერხდა. ეს ყველაფერი ხორციელდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, რათა უკეთესად წარმოჩინდეს ქვეყანა. 2017 წელს ჩატარდა ორი მნიშვნელოვანი კონფერენცია, რაც ასევე გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. ეს ცხადყოფს, თუ როგორ ვუფრთხილდებით წარმომადგენლობით ხარჯებს“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია – შევძელით, რომ ძირითადად, ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისკენ
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – ევროპარლამენტართა წერილზე ივანიშვილის გუნდის პირველი რეაქცია მათი მტრებად გამოცხადება იყო, ახლა პრემიერმა თითქოს ჭკვიანური გზა აირჩია