ლევან იზორია ტაბახმელაში, იუნკერთა მემორიალის ტერიტორიაზე, ღია მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოდის

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტაბახმელაში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მინისტრმა აღნიშნულ ტერიტორიაზე, მომავალ წლებში ღია მუზეუმის შექმნაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ყველაფერს აკეთებს.

„თავისუფლების სიმტკიცე მისი დაცვის მაღალ ხარისხშია და დღეს ჩვენ მათ მხედრულ ტრადიციებს ვაგრძელებთ, როდესაც მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სადარაჯოზე. წელს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვიწყებთ, რომელიც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას აამაღლებს. ჩვენ ვგეგმავთ შემდეგ წლებში მუზეუმის შექმნას, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა ექსპონატი, ყველა ისტორიული მომენტის იდენტიფიცირებას შეძლებს როგორც ტურისტი, ისე პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე, ამის გეგმა გვაქვს და ჩვენი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ღია მუზეუმის სახით ამას მომავალში აუცილებლად განვახორციელებთ“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ეროვნული დროშა დაეშვა.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ასევე, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ნაწილებსა და ბრიგადებში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში 18 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა-ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაკობახიძე: აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გამყარდება