ლევან იზორია: შეიძლება, ვიღაცამ თხაროს გვირაბი და მივიდეს პატიმრობამდე

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, “შეიძლება, ვიღაცამ თხაროს გვირაბი და მივიდეს პატიმრობამდე საკუთარ საკნამდე, მაგრამ ხალხს და მოსახლეობას ექნება აბსოლუტური სიმშვიდე”.

ლევან იზორიას თქმით, ყველანაირი მცდელობა დესტაბილიზაციისა, იქნება ძირშივე აღკვეთილი.

“მინდა, კატეგორიულად განვაცხადო, რომ იმ წინასაარჩევნო სიმშვიდეს, რომელიც უზრუნველყოფილია და აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არავის, იქნება ეს სააკაშვილი თუ სხვა, არ ექნება საშუალება, ხელი შეუშალოს, შესაბამისად, საარჩევნო გარემო იქნება აბსოლუტურად მშვიდი.

შეიძლება, ვიღაცამ თხაროს გვირაბი და მივიდეს პატიმრობამდე საკუთარ საკნამდე, მაგრამ ხალხს და მოსახლეობას ექნება აბსოლუტური სიმშვიდე”, – განაცხადა იზორიამ.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი საქართველოშია
შემდეგი სტატიასოფელ რუისთან მანქანას ცეცხლი გაუჩნდა