ლევან იზორია: ქართული სიტყვა – თავისუფალი – უნიკალურია მსოფლიოში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 26, 2019 15:33

ლევან იზორია: ქართული სიტყვა – თავისუფალი – უნიკალურია მსოფლიოში

„ვულოცავ ამ დღეს ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი იდენტობის საწყისის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვით, თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავს!“ – ამ სიტყვებით მიულოცა ლევან იზორიამ დამოუკიდებლობის დღე ქართველ სამხედროებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ქართული სიტყვა – თავისუფალი – უნიკალურია მსოფლიოში. ქართველმა ამ სიტყვაში საკუთარი იდენტობის ორი საწყისი, თავის, ანუ ინდივიდისა და უფლის, ღვთაებრივი საწყისი გააერთიანა. ეს ქრისტიანული იდენტობაა, რომელშიც ადამიანი, ინდივიდი ღმერთმა თავის მსგავსად, თავის ხატად შექმნა და მისი ღირსება ხელშეუხებელ, ღვთაებრივ განზომილებაში აიყვანა“.
მინისტრის განცხადებით, ქართველისათვის თავისუფლების დაცვა ისტორიულად ღირსების დაცვას ნიშნავს. „თავისუფლების დაცვა, დღეს როგორც არასდროს, თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროს საერთო ძალისხმევას საჭიროებს. ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი იდენტობის, თავისუფლებისა და ღირსების დაცვაა“, – განაცხადა ლევან იზორიამ და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყნის სწრაფვა თავისუფლებისკენ ურყევია.
ლევან იზორიამ სანიმუშო პარტნიორობისთვის ნატოს წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს მადლობა გადაუხადა – „მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომელიც თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად ყოველდღიურად გვაძლიერებენ.“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 26, 2019 15:33

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics