ლევან იზორია ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არ იქნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არ იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად იზორიამ განუცხადა.
მისი თქმით, მას პრემიერისგან აქვს კონკრეტული დავალება, იდგეს ჯარის გვერდით, ჯარი კი განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში აპოლიტიკური და მიუკერძოებელი უნდა იყოს.
”პრემიერისგან მე მაქვს კონკრეტული დავალება როგორც თავდაცვის მინისტრს ჯარის გვერდით ვიდგე. ჯარი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, მაქსიმალურად მიუკერძოებელი და აპოლიტიკური უნდა იყოს. ინტენსიური თანამშრომლობა ნატოსთან, ჩვენ პარტნიორებთან ძალიან დიდი გამოწვევაა, რომელსაც დიდი ენერგია სჭირდება. ამაზეა მთელი ჩვენი ენერგია მიმართული”, – განაცხადა იზორიამ.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს
შემდეგი სტატიაზუგდიდის გამგებლობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძლებს