ლევან იზორია: პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა იქნება, სად ვიქნები არჩევნების შემდეგ

თავდაცვის მინისტრ, ლევან იზორიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში, იქნება თუ არა კვლავ თავდაცვის მინისტრი, ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია.

ლევან იზორია, რომელიც აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თინა ხიდაშელის შემცვლელად საზოგადოებას გუშინ წარუდგინა.

“გადაწყვეტილება მიიღო პრემიერმა. ვამაყობ, რომ მის გუნდში მომიწევს თანამშრომლობა. ბუნებრივია, ამ გუნდის მხარდაჭერა მიადვილებს ამ მაღალი პასუხისმგებლობის განხორციელებას. შესაბამისად, გუნდის ფარგლებში იქნება სხვა გადაწყვეტილება მიღებული. ამ გადაწყვეტილებას აღვასრულებთ – იქნება ეს თავდაცვის მინისტრის პოსტი, თუ რიგითი ჯარისკაცობა. ჩვენ ვართ ჩვენი ხალხის, ქვეყნის სამსახურში. სწორედ ამ გადაწყვეტილებებს გუნდურად მივიღებთ და ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა იქნება, სად ვიქნები არჩევნების შემდეგ”, – აღნიშნა იზორიამ ტელეკომპანია “მაესტროს” თოქ-შოუ “ფაქტორში” სტუმრობისას.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოში უგულავასა და ე.წ კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა არ შედგა